სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
მედიცინის ფაკულტეტის
დეკანის ბრძანება
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის N118/02-01, 24/04/2026 ბრძანებით, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა/ერთსაფეხურიანი სამედიცინო) საუნივერსიტეტო დაფინანსების საფუძველზე
ვბრძანებ:
- 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის საუნივერსიტეტო დაფინანსებიდან (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა/ერთსაფეხურიანი სამედიცინო) უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით (N118/02-01, 24/04/2026) მედიცინის ფაკულტეტისათვის გამოყოფილი თანხა (29 661.0 ლარი) გაიცეს ამავე ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტთა სწავლის საფასურის დაფინანსებისთვის;
- დასაფინანსებელ კანდიდატთა სია განიხილოს მედიცინის ფაკულტეტის დეკანის ბრძანებით №13 29/04/2026 დამტკიცებულმა კომისიამ;
- დაფინანსება არ შეეხება სახელმწიფო სამაგისტრო გრანტის, ან სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი სხვა სახის სრული დაფინანსების მქონე მაგისტრანტებს;
- ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა და თვალსაჩინო ადგილზე განთავსება;
- ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
მაია ბიწკინაშვილი დეკანი
მედიცინის ფაკულტეტი